რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტარებზე - ეს ჯგუფები ან შეგნებულად გამოდიან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგ ან უბრალოდ სხვის ხელში არსებული ინსტრუმენტები არიან

სამწუხაროდ, ეს ჯგუფები ან შეგნებულად გამოდიან ამ რეზოლუციით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგ, ან უბრალოდ სხვის ხელში არსებული ინსტრუმენტები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ბოლო დროინდელ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დამნაშავეა, ეს ადამიანები კი მასზე რეზოლუციებში წერენ, რაც უკან ბუმერანგივით უბრუნდებათ ხოლმე”.
“4 ოქტომბრის საქმეზე დანაშაულს უკვე უშუალოდ მონაწილეები და ორგანიზატორებიც კი აღიარებენ, ინანიებენ და მოწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. რა თქმა უნდა, ის ნებისმიერ ასეთი შეწყალების თხოვნას აკმაყოფილებს. სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ბოლო დროინდელ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დამნაშავეა და ეს ადამიანები მასზე რეზოლუციებში წერენ, რაც უკან ბუმერანგივით უბრუნდებათ ხოლმე. შემდეგ აღარ უნდა გაუკვირდეთ, რომ საკუთარ ქალაქებში “მოლოტოვებს კოქტეილებს”, ძალადობას, არეულობას იღებენ. სამწუხაროდ, ეს ჯგუფები ან შეგნებულად გამოდიან ამ რეზოლუციით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგ, ან უბრალოდ სხვის ხელში არსებული ინსტრუმენტები არიან,” - განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გუშინ გაიმართა. დღეს ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტზე, "პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, კენჭისყრა გაიმართება.

























