გია კრიალაშვილი, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია

მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარი ამბოხებისთვის ძებნილი გია კრიალაშვილი, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია, ხოლო კობა ოთანაძე მძიმედ არის დაჭრილი, - ამის შესახებ ინფორმაცია „მაესტროს“ ეთერით გავრცელდა.

;როგორც “ინტერპრესნიუსს” ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სპეცოპერაცია გლდანის რაიონში, ქერჩის ქუჩაზე ტარდება.

;გარდა ამისა, „ინტერპრესნუსს“ ქერჩის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა აცნობა, რომ ამ წუთებში აღნიშნულ ქუჩაზე სროლების ხმა ისმის, თუმცა მიზეზი უცნობია.

;აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება მესამე ძებნილს ლევან ამირიძეს, მის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხება 5 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. კობა ოთანაძის შესახებ ინფორმაციაზე შს სამინისტრომ; 200 ათასი ლარის ჯილდო დააწესა, კრიალაშვილსა და ამირიძეზე კი - 50 ათასი ლარი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას