თსუ-ში ხვალ სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია მოეწყობა
თსუ-ში ხვალ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია მოეწყობა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” თსუ-დან აცნობეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 21 პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ.
შეხვედრაზე სტუდენტები უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების, ერთიანი სამაგისტრო გამოცდების, დაფინანსების წესის, დასაქმების, სასწავლო გარემოს, რესურსების და სამომავლო პერსპერქტივების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
პრეზენტაციას სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები დაესწრებიან.;
;

























