მიხეილ გორბაჩოვი საქართველოს შესახებ საუბრობს

საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენმდივნისა და პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ სიტუაცია დიდი ხნით, შესაძლოა, სამუდამოდ გაართულა.

;ამასთან, მისივე აზრით, სარკოზის მიერ გაკვალული გზით შესაძლებელია, ვითარება გამოსწორდება, თუმცა გორბაჩოვმა არ იცის, რა იქნება მომავალში.

რუსული სააგენტობის ცნობით, ამის შესახებ მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის დეპუტატების პირველი ყრილობის 20 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

;;;;;; „კავკასიიდან ვარ და საქართველოზე საუბარი მიჭირს, რადგან არ ვიცი, რომელი უფრო მეტად მიყვარს რუსეთი თუ; - საქართველო“,_ განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა საქართველსოთან დაკავშირებით დასმული კოთხვის კომენტირებისას.

მისი თქმით, ვითარება საქართველოში გამსახურდიას დროს გამწვავდა, შემდეგ ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მისი მეგობარია, იმედოვნებდა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოიყენებდა თავის გამოცდილებას და; ხალხს დაამშვიდებდა, მაგრამ მასაც არაფერი არ გამოუვიდა.

;;;;;; გორბაჩოვის განმარტებით, ხუთი წლის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუვა ძველი მოდელით ქვეყნის მართვა და აუცილებელია ფედერალურ სახელმწოფოს შექმნაზე ფიქრი. „მაგრამ მაშინ მე საქართველოში გამაკრიტიკეს, ახლა კი ფედერაციაც არ გამოდის“,-აღნიშნა გორბაჩოვმა.

აგვისტოს ომის შეფასებისას, მან გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ; როცა თითეულ ქართველს მეგოგრობაზე ასნარი სადღეგრძელოს შეთავაზება შეუძლია, საქართველო აგრესიული სახელმწიფო გახდა.

„სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ამერიკელები იქ გარკვეულ ჯგუფებს აფინანსებენ“,_ აღნიშნავს გორბაჩოვი.

;;;;; მისივე განმარტებით, კოსოვო რომ სერბეთის ნაწილად დარჩენილიყო, უფრო მარტივი იქნებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაწყვეტა.

„კოსოვომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებების მიღებისკენ ბიძგი მისცა.; აუცილებელია, მშვიდობიან კალაპოტში პროცესების დაბრუნება, თუმცა არ ვიცი, რა იქნება მომავალში“,_ დასძინა მიხეილ გორბაჩოვმა.

;