26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა წელს, რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სამხედრო აღლუმი არ გაიმართება.
;ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის გამო მიიღო, რომელიც ხვალ რუსთაველის გამზირზე გაიმართება. გარდა ამისა, ოპოზიციას 9 აპრილის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ე.წ. “საკნები” აქვს განთავსებული და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვს.
;რაც შეეხება ოპოზიციას, რადიკალები რუსთაველზე ე.წ. სამოქალაქო აღლუმის გამართვას გეგმავენ. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები დინამოს სტადიონზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძვრებიან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ამ ფორმით აღნიშნავენ. ამისათვის ოპოზიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგებოდ ემზადებოდა.
;სამოქალაქო აღლუმისთვის მხარდამჭერების მობილიზება გიორგი გაჩეჩილაძემ (“უცნობი”) ბათუმიდან დაიწყო და 25 მაისს, საღამოს, თანამოაზრეებთან ერთად მცხეთის ჯვრის მონასტერთან დაბანაკდა. დილიდან რადიკალები თბილისის მიმართულებით დაიძვრებიან და სამოქალაქო აღლუმს დინამოს სტადიონიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გამართავენ. გარდა ამისა, დღესვე, 12:00 საათიდან ოპოზიციის მხარდამჭერები შეკრებას ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” და ”საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციასთან დაიწყებენ, საიდანაც მსვლელობა ასევე რუსთაველის გამზირისაკენ მოეწყობა.;
;შარშან კი სამხედრო აღლუმი მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც ჩატარდა და მას უფრო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. აღლუმზე ტექნიკა მინიმალურად იყო წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის დღეს შარშან საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი სტუმრობდა.
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"