მიშელ ლეგრანი თბილისში დღეს სოლო კონცერტს გამართავს

ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი თბილისში დღეს სოლო კონცერტს გამართავს.

ლეგრანის ცნობილ ნაწარმოებებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით შეასრულებს. ორკესტრი საკონცერტო პროგრამაზე სამი კვირაა, მუშაობს.;

კონცერტი თბილისში საქველმოქმედოა და პროექტის – “ხელოვანები ხელოვანთათვის” ფარგლებში ტარდება. შემოსული თანხა ომით დაზარალებულ ხელოვანებს მოხმარდებათ.;

როგორც კომპოზიტორმა გუშინ გამართუილ პრესკონფერენციაზე განაცხადა,; ომით დაზარალებულ ქვეყანას შეგნებულად ეწვია, რათა ქართველ მსმენელს სიხარული აჩუქოს.;

“თბილისში დაგეგმილი საკონცერტო პროგრამა 2-საათიანია. შესრულდება; ნაწარმოებები, რომლებსაც მსმენელი კარგად იცნობს. ჩემი სურვილია,; იმ დიდი ტრაგედიის შემდეგ, რაც თქვენ გადაიტანეთ, დროებით მაინც გაჩუქოთ ბედნიერების წუთები”, - აღნიშნა მიშელ ლეგრანმა.

ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი სქართველოს მეუღლესთან, დასთან და ორ მუსიკოსთან ერთად ეწვია. იგი უკვე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, 22 დეკემბერს კი ლეგრანს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.

;

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა