ესტონეთში „ღორის გრიპის“ დაავადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ესტონეთის ჯანდაცვის სამმართველომ ქვეყანაში H1N1 ვირუსის გამოვლენის პირველი ფაქტი დაადასტურა.

;BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ღორის გრიპი“ ტალინში მამაკაცს შეეყარა. იგი აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ექიმს მიმართა.

მამაკაცი ამ ეტაპზე საავადმყოფოშია მოთავსებული.

;