ბურჯანაძის პარტია ორ თანაპარტიელ გოგონას ეძებს
“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ ორ გოგონას დარეჯან გუჯეჯიანსა და თამარ ნავერიანს ეძებს.
როგორც პარტიის წევრმა მარინა სალუქვაძემ პარლამენტთან მიმდინარე მიტინგზე განაცხადა, დღეს, 15.00 საათზე, გოგონებს ქუჩაში შავი ფერის “ჯიპი” დაედევნა. გუჯეჯიანმა და თამარ ნავერიანმა ახლობლებთან დარეკვა და დახმარების თხოვნა მოასწრეს. ამის შემდეგ კი, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლები გოგონებს უშედეგოდ ეძებენ.
მარინა სალუქვაძე მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეს და მოითხოვს, დაუყონებლივ მიიღოს საპატრულო პოლიციამ ზომები და გოგონების მოძებნაში დაეხმაროს.
;

























