თბილისში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე ფორმალური მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს

თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის ინიციატივის; „პარტნიორობა მობილურობისთვის“ ფარგლებში,; საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე ფორმალური მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იმართება.

;როგორც “ინტერპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები „პარტნიორობა მობილურობისთვის“ შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პროექტს და ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით შემოთავაზებულ კონკრეტულ პროექტებს განიხილავენ.;

ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი უხელმძღვანელებს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს; სხვადასხვა; შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ევროპულ მხარეს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქყვეყნების წარმომადგენლები, აგრეთვე, ევროკომისიის საგარეო საქამეთა გენერალური დირექტორატის და სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დირექტორატის წარმომადგენელები.

ინიციატივა “პარტნიორობა მობილურობისთვის” პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ლეგალური მიგრაციის, მათ შორის, შრომითი მიგრაციის ხელშეწყობას და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს.;

მოლაპარაკებები დღეს და ხვალ გაიმართება.