სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შიო III

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში).

1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე).

1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში.

1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად.

1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა.

1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

2026 წლის 18 მარტის სინოდმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

2026 წლის 12 მაისიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი.

შიო III - შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან - მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული - ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
პატრიარქი შიო III, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
პატრიარქი - ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს მიწიერი მოვლენების გამო, ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს კი ბევრი ადამიანი ვეღარ გრძნობს - გონს უნდა მოვიდეთ, გამოვსწორდეთ და ვევედროთ უფალს, გვასწავლოს, როგორ გვიხაროდეს და გვწყინდეს
პატრიარქი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე პატრიარქი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს
შიო მესამე - თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით - უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, სულიერ განვითარებას
პატრიარქი შიო III 14 სექტემბერს სიონის ტაძარში პარაკლისს აღავლენს
პატრიარქი - სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა გული გაუხსნას ღმერთს, სინანული არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ - ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, აღვაპყროთ გონება ზეცისკენ და წმინდანებს ვთხოვოთ შეწევნა
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა მარიამობა კახში იზეიმეს
პატრიარქი შიო - მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში - ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს
შიო III - ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით
სამთავროს დედათა მონასტერში შიო III სადღესასწაულო წირვას აღავლენს
საპატრიარქო - შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი მიიღო - შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პატრიარქ შიო III-ის კონსტანტინოპოლში მომავალ ვიზიტზე საუბარს
გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში