დეპუტატი
რომან გოცირიძე

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით 1982 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ - თანამშრომლად; 1988 წლიდან ამავე უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტია; 1990 წელს იგი ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიული ცენტრის" თანათავმჯდომარეა; 1992 წლის თებერვალში ინიშნება საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და სახელმწიფო საბჭოს წევრად; 1992 წელს იკავებს საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტს; 1993-1995წწ. საქმიანობას აგრძელებს პედაგოგიკის სფეროში; 1998 წელს ინიშნება საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე;

2005-2007წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; 2007-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

· საქართველოს უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991);

· საინვესტიციო ფონდი - "ქართული კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (1995-1996);

· საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ლიგა, პრეზიდენტი (1996-1998);

· ქ. თბილისის საკრებულო, წევრი (2002).

· საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე (2005-2007);

· საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995);

· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე (2004-2005);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი;

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წევრი (2016-).

ბიბლიოგრაფია:

· შიდა კონფლიქტების ეკონომიკური და სოციალური შედეგები საქართველოში = Economic and Social Consequences of Internal Conflicts in Georgia (ავტორი);

· გავლენიანი ჯგუფები და კორუფცია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მუქარა (თანაავტორი);

· ეკონომიკა. პოლიტიკა. ცხოვრება (ავტორი).

რომან გოცირიძე - „საქსტატის“ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა - რომ წარმოვიდგინოთ, 2012 წლიდან დღემდე, ბათუმი და ქუთაისი საქართველოს რუკიდან გაქრა
რომან გოცირიძე - კონფერენცია, რომელსაც კობახიძე უნგრეთში ესწრება, არის, თუ შეიძლება ასე ითქვას - „ქაჯი პოლიტიკოსების“ შეკრება, მასში არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ მონაწილეობს
რომან გოცირიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მძიმე, ერთ-ერთი ყველაზე უარესია, რაც ბოლო წლებში გამოქვეყნებულა - ქვეყანა ნელ-ნელა უახლოვდება ავტორიტარული რეჟიმის მდგომარეობას
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება - დეპუტატებიც უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის, ივანიშვილი კი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში
რომან გოცირიძე - ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს - ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია!
რომან გოცირიძე „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე - ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის? - ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენი ქვეყანა?
რომან გოცირიძე - თუ ამ კანონს არ გაიწვევენ, თუ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს შეუშლიან, თუ არჩევნების გაყალბების მცდელობა ექნებათ, „ქართული ოცნება“ თავის 12-წლიან საქმიანობას სავალალო შედეგებით დაამთავრებს
რომან გოცირიძე - „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს ეხება - შესაძლებლობა ეძლევა, ოფშორებში გადამალული ქონება, წილები, აქციები საქართველოში დაუბეგრავად, შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს
რომან გოცირიძე მამუკა მდინარაძეს - ათჯერ გამოიყენეთ ფრაზა: „ერთ ფეხზე არ დავდგებით“ - ბიძინამ დაგავალათ ფრთოსანი ანტიდასავლური გამონათქვამები? - თუ ლექსებით გინდათ საუბარი, თქვით ბარემ: „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს“
რომან გოცირიძე უმრავლესობას - როცა ამბობთ, ერთი მუშტის მოქნევის შემდეგ, 10 მოგხვდებათო, მაშინ მე გეუბნებით თქვენ - ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის!
ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან რომან გოცირიძე გააძევა
რომან გოცირიძე - ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, გახარიას პარტიას, „ახალს“ და „ლელოს“, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრების შესაძლებლობას არ იძლევა - აუცილებელია ოპოზიციის მსხვილი გაერთიანება
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ ელიტას სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება
რომან გოცირიძე - ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნება“ უნდა დასაჯოს არჩევნებზე და ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გაისტუმროს
რომან გოცირიძე „გირჩის“ წევრებზე - ვეკითხებით, რა ივაჭრეთ? მთელი ქვეყანა დაგცინით, ისედაც 0% იყო რეიტინგი, ახლა ერთი ქალი არ მოგცემთ ხმას
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა