რომან გოცირიძე - თუ პოლიტიკური იზოლაცია გაგრძელდა და კრიზისი არ გადაიჭრა, ძალიან მძიმედ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე

თუ პოლიტიკური იზოლაცია გაგრძელდა და პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრა, ძალიან მძიმედ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე, ამიტომ სანამ საქმე არ გაფუჭებულა, მანამდე უნდა მოგვარდეს პრობლემები, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში,- ამის შესახებ ეკონომისტმა, რომან გოცირიძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ეკონომისტებისა და ფინანსისტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა საინტერესო იყო, ექსპერტებმა დაწვრილებით მიმოიხილეს ეკონომიკაში არსებული ვითარება და მოსალოდნელი შედეგები.

“თუ პოლიტიკური იზოლაცია გაგრძელდა და პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრა ძალიან მძიმედ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე, ამიტომ სანამ საქმე არ გაფუჭებულა, მანამდე უნდა მოგვარდეს პრობლემები, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში. ეკონომიკამ არ უნდა აიძულოს ხელისუფლება დათმობებზე წასასვლელად. როდესაც ეკონომიკური ფაქტორების გამო იძულებული ხდები, თუნდაც ახალი არჩევნები დანიშნო, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებ. ჯობია ივანიშვილმა ახლავე გააცნობიეროს, თუნდაც რა მოუვა პირადად მას და მის ბიზნესს, როდესაც რეალური სანქციები დაუწესდება და არა, რაც ახლა აქვს. მას, როგორც ფიზიკურ პირს დაუწესეს სანქციები, არ შეხებია ოჯახის წევრებს, მის ბიზნესებს, მის გარემოცვას, ამიტომ უნდა მიხვდეს როგორ ითრევს უფსკრულში სხვებსაც. ჯობია წარმოიდგინოს რა შეიძლება მოხდეს, ვიდრე რომ მოხდება, შემდეგ წავიდეს დათმობაზე”,- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება მთლიანად იზოლირებულია პოლიტიკურად ეს აჩენს სერიოზულ რისკებს, ამიტომ უნდა მოხდეს ზეწოლა დასავლეთის მხრიდან.

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში, ყველა პოლიტიკური პარტნიორი დაკარგა და ქვეყანა დგას სერიოზული საფრთხის წინაშე, რომ რუსეთმა არ მოახდინოს მთლიანად ქვეყანაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვება ამ პრორუსული ხელისუფლების მეშვეობით, ამიტომ უსაფრთხოების ის საკითხი საქართველოს მომავალი ბედი და მისი ინტერესების დაცვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. როდესაც ხელისუფლება მთლიანად იზოლირებულია, პოლიტიკურად ეს აჩენს სერიოზულ რისკებს, ამიტომ უნდა მოხდეს ზეწოლა დასავლეთის მიერ”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე