რომან გოცირიძე - ბაჩიაშვილმა გაქცევის ფორმით ივანიშვილი და მისი ძალოვანი სტრუქტურები დაამცირა - მას გარედან შეუძლია იმუშაოს რეჟიმის უფრო შესარყევად, ციხეში გაანადგურებდნენ, გაძარცვავდნენ, დაასახიჩრებდნენ ან მოკლავდნენ

ძალიან კარგია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წავიდა, ხოლო გაქცევის ფორმა არის დამამცირებელი - ბაჩიაშვილმა ივანიშვილი და მისი ძალოვანი სტრუქტურები დაამცირა , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა,.

როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალურ დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არის „თითიდან გამოწოვილი“.

„ბაჩიაშვილის საქმე მნიშვნელოვანია, რადგან მისი პოლიტიკური დევნა, მისადმი განხორციელებული რეპრესიები ავლენს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ბუნებას შიგნიდან. ბაჩიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უზარმაზარი ინფორმაცია აქვს ივანიშვილის შესახებ. ბაჩიაშვილი არის თითიდან გამოწოვილი სამართლებრივი დევნის მსხვერპლი. იგივე ბიტკოინების საქმე შეიძლება იყოს კერძო დავის საკითხი ორ სუბიექტს შორის. ჰესთან დაკავშირებული საქმე საერთოდ აბსურდია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორც საზოგადოების, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში რა ხასიათის ხელისუფლება გვყავს - ერთი ფულიანი ადამიანის მოსამსახურე, ოლიგარქიული რეჟიმი.

საზღვარგარეთ ბაჩიაშვილის ყოფნას აქვს სხვა ეფექტი. ბაჩიაშვილს გარედან შეუძლია იმუშაოს ივანიშვილის რეჟიმის კიდევ უფრო შესარყევად, ამიტომ არის ამ პიროვნების ივანიშვილის მარწუხებიდან გათავისუფლება კარგი. მას ციხეში ადამიანურად გაანადგურებდნენ. ამ ადამიანს ან გაძარცვავდა, ან მოკლავდა, ან დასახიჩრებულს გამოუშვებდა იქიდან, ამიტომ, ძალიან კარგია, რომ წავიდა, ხოლო გაქცევის ფორმა არის დამამცირებელი. ქვეყანაში არ არსებობს არაფერი, მთელი სუს-ი ქუჩაშია და აქციის მონაწილეებს უთვალთვალებენ, იმის ნაცვლად, რომ აკეთოს თუნდაც იგივე საქმე, რასაც საზღვრის საქმე ჰქვია, ბაჩიაშვილმა ივანიშვილი და მისი ძალოვანი სტრუქტურები დაამცირა“, - განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, რომან გოცირიძემ გადაცემაში ისაუბრა ანაკლიის პორტზე და ამ კონტექსტში ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, ანაკლიაში ამერიკული კაპიტალი უნდა იყოს, რადგან ეს იქნება უსაფრთხოების დამატებითი გარანტია

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ძალიან ცუდად ვითარდება საქმე. ინვესტორები ჩინელები არიან თუ არა, არ ვიცით. როდესაც პარლამენტში, 2 წლის წინ, ეკონომიკის მინისტრი დავიბარეთ, მაშინ გამოვთქვი აზრი, რომ ის „ბლეფი“ რაც წარმოადგინეს, ორი ინვესტორი დარჩა: შვეიცარიული და სინგაპურულ-ჩინური, შვეიცარიული ინვესტიცია ქაღალდზე იმიტაციისათვის შექმნეს.

ჩინური კონსორციუმი გამოცხადდა გამარჯვებულად, გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საინვესტიციო პირობებზე. ახლა ეკონომიკის სამინისტრომ თქვა, რომ მარტო ჩინელები არ არიან ინვესტორები, ახალს ვეძებთ ჩინელებთან ერთადო. საოცარი რამეა, თითქოს ყველამ წაუყრუა. ეს არის უცნაური განცხადება. ვინ უნდა შემოვიდეს, როდესაც ჩინურმა კონსორციუმმა გაიმარჯვა?

ვხედავთ, რომ ანაკლიის პროექტში უცხოელი ინვესტორი, თუნდაც ჩინური, არ არსებობს. მაშინ რატომ არ აწერენ ჩინელებთან ხელს? - შეიძლება, ჩინური მხარე ისეთ რამეს გვთხოვს, რომელზე ხელისმოწერაც ივანიშვილის ხელისუფლებას კატასტროფულ მარცხად დაუჯდეს. შეიძლება, საკონტროლო პაკეტის გადაცემას ითხოვენ ან არ არის გამორიცხული ირღვეოდეს სატენდერო პირობები.

რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ვეთანხმები, რომ ანაკლიაში ამერიკული კაპიტალი არის დამატებითი ფარი. როდესაც აქ დასავლური კაპიტალი იქნება, ეს იქნება უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები და პირიქით, თუ იქნება ჩინური კაპიტალი რუსეთის ინტერესების გაძლიერება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სამუშაო ვიზიტებზე და იმაზე თუ რა სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის უზბეკეთთან და თურქმენეთთან ურთიერთობის გაღრმავებას.

გოცირიძის შეფასებით, „როცა ხარ მოკვეთილი, ეს ეკონომიკურად არაფრის მომცემი და პოლიტიკურად სასაცილოა“.

„აზიაშიც უნდა ვიყოთ, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთშიც და ჩინეთშიც, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნებოდა შენი საგარეო პოლიტიკის გამაძლიერებელი რაღაც სეგმენტში, მაგრამ, როდესაც გარიყული ხარ დასავლეთთან, ევროპაში არ ჩაგესვლება, ბალტიის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოგიცხადეს, როცა ხარ მოკვეთილი, ეს ეკონომიკურად არაფრის მომცემია და პოლიტიკურად საცილოა. სად დაიარება ეს ხელისუფლება? ჩინეთს საქართველოში არ აქვს ინვესტიცია. ჩინეთს ინვესტიცია შემთხვევით გაჩნდა „ჰუალინგის“ მოლის სახით. საქართველოში ჩინეთი როგორც ინვესტორი არ არსებობს. პირველი დიდი ინვესტიციის სახით ანაკლიის პორტი იქნებოდა. ერთადერთი სერიოზული ინვესტორი საქართველოში არის ყაზახეთი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დასავლური ინვესტიციის ჩანაცვლება შეიძლება, ახლო აზიაში სიარულით, ეს არის ზღაპარი. ამ ვიზიტებს საჩვენებელი ხასიათი აქვს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე