საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ხატია დეკანოიძე - მმართველი ძალა იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავს - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესასრულებელია, რომ დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას

მმართველი ძალის პოზიციაა, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავენ - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესასრულებელია, რომ დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც მართლმსაჯულების რეფორმასა და „ვეტინგის“ მოდელზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ჩამოყალიბებულია, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ რეფორმის განხორციელებისთვის და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. „რეკომენდაცია იყო ვენეციის კომისიის. აქ საუბარი იმაზე არ არის, ხატია დეკანოიძე რას ეუბნება მმართველ ძალას, აქ საუბარია იმაზე, რომ შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, იუსტიციის საბჭოს რეფორმა საერთოდ არ გვჭირდება. თუ რაიმე ახალი რეფორმის ქვაკუთხედი და მოდელი აქვს მმართველ ძალას, მე მზად ვარ და დარწმუნებული ვარ ყველა პარლამენტში, რომ ეს მოდელები ჩვენ განვიხილოთ. თუმცა, მათი პასუხი იყო ის, რომ ისინი ვერ ხედავენ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას. ყველაფერი დაწერილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ დეკემბერში მოლაპარაკებები გაიხსნას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემა, რასაც რამდენიმე დღეა ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია.

„სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს. მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვინც მისაბაძ მაგალითად ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას გვისახავს, არაკეთილსინდისიერია. ნებისმიერი კვლევის მიხედვით, საქართველო ამ ქვეყნებზე ყველა პარამეტრით რამდენიმე თავით მაღლა დგას. საქართველოსთვის მათი მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო”, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა