როგორც "ინტერპრესნიუსს" "დაიცავი საქართველოს" წევრმა, გოგა ხაინდრავამ განუცხადა, მოძრაობა ვაკის პარკში ვეტერანებთან დაგეგმილ შეხვედრას შეუერთდება.
მისივე განმარტებით, ~დაიცავი საქართველო~ ხვალ აქციას არ გეგმავს და არც სხვა აქციებში აპირებს მონაწილეობას.
ვაკის პარკში, ვეტერანთა შეკრებაზე მისვლის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა "ალიანსის" ლიდერმა, ირაკლი ალსანიამაც.
რაც შეეხება ეკა ბესელიას მოძრაობას, როგორც "ინტერპრესნიუსს" ბესელიას პრესსამსახურში განუცხადეს, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რომელ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.
"ეროვნული საბჭო" კი, 26 მაისს მთაწმინდაზე, მერაბ კოსტავას საფლავთან აღნიშნავს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ლევან გაჩეჩილაძემ, გოგა ხაინდრავამ და ეკა ბესელიამ 6 მაისის მერიასთან გამართულ მიტინგზე განაცხადეს, რომ "მათი მომდევნო აქცია 26 მაისს გაიმართებოდა და სააკაშვილს აღლუმის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემდნენ". გოგა ხაინდრავა აცხადებდა, რომ რუსთაველზე ქართველი ხალხის აღლუმი გაიმართებოდა.
მოგვიანებით ბესელიამ განაცხადა, რომ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა და დეტალებს საზოგადოებას მოგიანებით გააცნოდნენ.