;“კონსერვატული პარტია” 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
როგორც პარტის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნებს თან ახლდა ძალადობა, ტოტალური გაყალბება და; მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ გამარჯვებულად გამოცხადება.
“არჩევნების დღიდან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, სასამართლოებში და საგამოძიებო ორგანოებში შეტანილი იყო ასეულობით საჩივარი, ერთი წლის შემდეგაც კი, არც ერთი მათგანი განხილულიც კი არ არის”,-ნათქვამია განცხადებაში.
კახა კუკავას აზრით, ეს მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება არჩვვნებზე დაშვებული დარღვევის გამოძიებისა და გამოსწორების.
“საქართველოში არ არსებოს თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების პირობები, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი არ წარმოადგენს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ხელისუფლების არალეგიტიმურმა გადაცემამ ლოგიკური კრახი, თანამედროვე პოლიტიური კრიზისი და აგვისტოს სისხლიანი ტრაგედია გამოიწვია”,_ ნათქვმია; განცხადებაში.
“კონსერვატიული პარტია” მიიჩნევს, რომ ამოწურულია ქვეყნის შიდა ინსტანციებში დავების წარმოების ყველა სამართლებრივი რესურსი.
“2009 წლიდან მივმართავთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, დაიწყოს 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩვნების საერთაშორისო გამოძიება”,_ნათქვამია “კონსრვატორების” განცხადებაში, რომლის თანახმადაც, პარტიის მიერ მომზადებული შესაბამისი დოკუმენტაციის პრეზენტაცია მიმდინარე თვეში გაიმართება.
;
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"