იქნება წარდგენილი.არსებული ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში ~ქრისტიან-დემოკრატების~ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე გახდება. ამასთან, ~ქრისტიან-დემოკრატებს~ ფრაქციის ჩამოყალიბება შეეძლებათ მხოლოდ მაშინ, რაც კონსტიტუციაში შევა შესაბამისი ცვლილება და ფრაქციისთვის საჭირო 7-კაციანი კვოტა 6-მდე შემცირდება. ეს ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში უკვე შევიდა. კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელება კი, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის მოესწრება. შესაბამისად, ~ქრისტიან-დემოკრატებს~ ამ ეტაპზე ფრაქციის შექმნისთვის კიდევ ერთი დაპუტატის დამატება სჭირდებათ. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონსულტაციები ფრაქციის შექმნის შესახებ ეროვნული საბჭოს ყოფილ წევრებთან, პაატა დავითაისთან და დიმიტრი ლორთქიფანიძესთან იმართებოდა.