ოპოზიციის აზრით, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი უფრო მალე უნდა ამოქმედდეს, ვიდრე პროექტით არის განსაზღვრული.
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” ახალი პროექტი 2012 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს და როგორც “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ პროექტის განხილვისას განაცხადა, ამოქმედებამდე დარჩენილია სამი წელი და მისი მთლიანად ამოქმედებისთვის ამდენი დროს საჭირო არ არის.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი არ იზიარებენ ოპოზიციის მოთხოვნებს და აცხადებენ, კოდექსიდან გარკვეული საკითხების ამოქმედება თანდათანობით მოხდება და აღნიშნული დრო საჭიროა კოდექსის სრულყოფილი განხორციელებისთვის სათანადო ბაზის შესაქმნელად.
“სისხლის სამართლის საპროცესო“ კოდექსის პროექტს პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით იხილავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"