სომალელმა მეკობრეებმა ესპანური თევზმჭერი ხომალდი ჩაიგდეს ხელში
სომალელმა მეკობრეებმა ინდოეთის ოკეანის წყლებში ესპანელების თევზმჭერი ხომალდი ‘’ალაკნარა’’ ჩაიგდეს ხელში.
;BBC-ს ცნობით, ‘’ალაკნარა’’-ს ბორტზე, რომელიც სომელელი მეკობრეების მორიგი მსხვერპლი გახდა 36 ეკიპაჟის წევრი იმყოფება.
;როგორც ირკვევა თავდასხმის მომენტში ეკიპაჟის წევრებმა მახლობლად მყოფ მეორე თევზმჭერ ხომალდთან დაკავშირება მოახერხეს, მათ კი განგაშის სიგნალი ევროკავშირის საზღვაო ძალებს გადასცეს. სიგნალის მიღებისთანავე დაზვერვის მიზნით ორი ვერტმფრენი გაიგზავნა, რომლებმაც ხომალდზე მეკობრეების შეიარაღებული დაჯგუფების ყოფნა დაადასტურეს.
;ამ დროისთვის ეკიპაჟის განთავისუფლების გეგმა მუშავდება. ესპანეთის ფლოტმა შემთხვევის ადგილის მიმართულებით საბრძოლო გემები და სადაზვერვო ვერტმფრენი უკვე გაგზავნა.
;

























