თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო-ხაფანგებით ცხოველებზე კვლევა-მონიტორინგი ხორციელდება.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო-ხაფანგებით კვლევა-მონიტორინგი პირველად ხორციელდება. კვლევა კონსერვაციის ცენტრ Nacres-ის მიერ, გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის WWF-ის პროექტის - `ჯიქის კონსერვაცია სამხრეთ კავკასიაში~ ფარგლებში ტარდება.
ფოტო-ხაფანგების მეშვეობით გადაღებულია ნიამორის 75 ფოტო, მგლის 15 ფოტო, დათვის 5 ფოტო, შვლის 2 ფოტო, ჯიხვის 3 ფოტო და შურთხის 10 ფოტო.
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე კვლევა ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"