ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე გაძევებული 8 განსასჯელი დააბრუნეს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ განსასჯელების ადვოკატმა განუცხადა, მოსამართლემ დღეს დააკმაყოფილა განსასჯელების დაბრუნების შესახებ შუამდგომლობა.
შემდეგ სასამართლო სხდომას, რომელიც 29 ოქტომბერს განახლდება, პროცესზე დაბრუნებული განსასჯელებიც დაესწრებიან. დღეს სასამართლო პროცესზე დაიწყო მსჯავრდებული მოწმეების დაკითხვა.
საქმეში 38 განსასჯელი ქალია. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე იხილავს.
პატიმრებს ბრალად ედებათ სასჯელაღსრულების დაწესებულების დეზორგანიზაცია, სხვისი ქონების განადგურება და დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.
სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა #5 დაწესებულებაში ბუნტი 2009 წლის 19 აპრილს მოხდა.
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"