თავმჯდომარის წარდგინებით, პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობა 104 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიხეილ მაჭავარიანმა დაიკავა.საპარლამენტო უმრავლესობამ, რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, სამი ვიცე-სპიკერი დაასახელა. კერძოდ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 105 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ვიცე-სპიკერად აირჩიეს რუსუდან კერვალიშვილი; 105 ხმით არც ერთის წინააღმდეგ - გიგი წერეთელი, ხოლო ფრიდონ თოდუა _ 99 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.ვიცე-სპიკერების დამტკიცება რეგლამენტის მიხედვით, ფარული კენჭისყრით ხდება.რაც შეეხება ვიცე-სპიკერებს ოპოზიციიდან, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ოპოზიცია ფრაქციის შექმნას შეძლებს. არსებული ინფორმაციით, თუ ~ქრისტიან-დემოკრატები~ ფრაქციას შექმნიან, ისინი ვიცე-სპიკერად ლევან ვეფხვაძეს წარადგენენ.