კულტურის სამინისტროს კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ადგილი შესაძლოა, მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა დაიკავოს.
;დეპარტამენტის უფროსის ადგილი ვაკანტურია მას შემდეგ გახდა, რაც; დავით ოქიტაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
;ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პოსტს ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, მომღერალი ნინა წკრიალაშვილი დაიკავებს, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი სოფო ხუნწარია.
;“ეს ადგილი ჯერ; ვაკანტურია და არანაირი ინფორმაცია არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს”, - განაცხადა ხუნწარიამ.
;დავით ოქიტაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ იგი იძულებული გახდა, თანამდებობა თბილისში ~რივერდანსის~ წარუმატებელი კონცერტის გამო დაეტოვებინა.;;;
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"