გარდაბანში ბუნებრივი აირის მაგისტრალურ მილსადენზე სამუშაოები გრძელდება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გარდაბანში ბუნებრივი აირის მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

„ეს არის რეაბილიტაციის მეორე ფაზა, რომელიც გულისხმობს 7 კილომეტრის სიგრძის კოროზირებული მილსადენის მთლიანად გამოცვლას. პროექტის საერთო ღირებულება 15 მილიონი ამერიკული დოლარია. რეაბილიტაციის ეს ფაზა 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2009 წლის გაზაფხულზე დასრულდება. შემდგომ დაიწყება მესამე ფაზა, რომელზეც გამოცხადდება ტენდერი~, _ აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის ზურაბ ჯანჯღავას განცხადებით კი, გაზსადენის ეს მონაკვეთი ე.წ. აგრესიული გრუნტის გამო დაზიანდა. მილსადენი 20 წლის განმავლობაში იყო დაზიანებული და დღემდე არ შეკეთებულა.;

„ეს მონაკვეთი ავარიულია და ხშირად ზიანდება. რამდენიმე დღის წინ სომხეთის მიმართულებით გამავალი მილსადენი დაზიანდა. ამიტომ 3,5 კმ-ის სიგრძის იმლსადენი მთლიანად შეიცვლება“, _ განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჯანჯღავამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში