ბათუმში იუსტიციის სახლის შენობის პროექტის პრეზენტაციას მიხეილ სააკაშვილი დაესწრება

დღეს იუსტიციის სახლის შენობის პროექტის პრეზენტაციას მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დღეს საფუძველი ჩაეყრება მშენებლობას. მათივე ინფორმაციით, იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება და ბათუმს კიდევ ერთი ლამაზი არქიტექტორული ნაგებობა შეემატება.

ერთ შენობაში, ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ტერიტორიული სამსახურების ბათუმის ოფისები _ მოქალაქეები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებას ერთ შენობაში მიიღებენ; იუსტიციის სახლში განთავსდება ასევე აჭარის იუსტიციის (ნორმატიული აქტების ექსპერტიზის) ტერიტორიული განყოფილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა და ბათუმის პროკურატურა.; ოფისი თანამედროვე სტანდარტებით _ კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარით, ინტრანეტით და ინტერნეტით აღიჭურვება.

იუსტიციის სახლის შექმნა მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასა და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ემსახურება. მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა ერთსა და იმავე შენობაში მიიღოს დაბადების, ქორწინების, პირადობის მოწმობები, პასპორტი; დაარეგისტრიროს უძრავი ქონება, აღსასრულებლად წარადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და ა.შ.

იუსტიციის სამინისტროს სახლები უკვე გახსნილია ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში, საგარეჯოში. ანალოგიური სახლების გახსნა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იგეგმება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში