საზღვაო რეისების აღდგენის შემთხვევაში, ქართული მხარე ამ ფაქტს საზღვაო საერთაშორისო ორგანიზაციაში გააპროტესტებს.
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ირაკლი თაქთაქიშვილის განცხადებით, აფხაზეთის ყველა ნავსადგური დახურულად არის გამოცხადებული, რაც არც ერთ ქვეყანას ქვეყნას არ აძლევს რეგულარული საზღვაო რეისების განხორციელების უფლებას.;
~ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საზღვაო საერთშორისო ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, გაამკაცროს კონტროლი მსოფლიოს ყველა ნავსადგურში, ყველა იმ დორშით მცურავ გემებზე, რომლებითაც ეს მიმოსვლა იქნება განხორციელებული~, - აღნიშნა ირაკლი თაქთაქიშვილმა.
აფხაზეთი რუსეთთან საზღვაო მიმოსვლის განახლებას პირველი ივლისიდან გეგმავს. სამგზავრო რეისი სოჭიდან გაგრის მიმართულებით უნდა შესრულდეს. რეისებს კატარღა ~ჰერმესი~ შეასრულებს და 250 მგზავრს მოემსახურება.