H1N1 ვირუსით დაავადებული ორი ფოთელი პაციენტის მდგომარეობა გართულდა.
;ე.წ ~ღორის გრიპით~ ინფიცირებული 24 წლის ფოთელი გოგონა და 50 წლის მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
;როგორც ექიმები აცხადებენ, მათი ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებით მოხდა. ერთ-ერთი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
;ამასთან, გართულებულია ბათუმში აღნიშნული ვირუსით დაავადებული მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ისიც ქალაქის ინფექციურ კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
;;ამ დროისთვის აჭარის რეგიონში 157 ~ღორის გრიპით~ დაავადებული მკურნალობს. ყველაზე მეტი შემთხვევა ბათუმში, ქობულეთში და ხევაჩაურშია დაფიქსირებული.
;
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"