სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს „ცხელი ხაზის“ ახალი ნომერი აქვს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს „ცხელი ხაზის“ ახალი ნომერი (40 10 10) აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, მოქალაქეები ცხელი ხაზის საშუალებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში დაშვებული შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაციებს აწვდიან, რაზეც სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს.

გარდა ამისა, ცხელ ხაზზე მოქალაქეები საინფორმაციო ხასიათის შეკითხვებითაც რეკავენ. მათ სურთ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, პასპორტის გაცემისა და სხვა დოკუმენტის აღების თაობაზე.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ცხელი ხაზი 2006 წლის სექტემბრიდან მუშაობს.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხელი ხაზის ახალი ნომერი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში თვალსაჩინო ადგილებზე არის გამოკრული.

;

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია