კინოთეატრებში ზაზა კოლელიშვილის ფილმი - “ომი და ქორწილი” გამოვა

თბილისის კინოთეატრებში ზაზა კოლელიშვილის ფილმი - ~ომი და ქორწილი~ გამოვა.

;რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე შექმნილი კიდევ ერთი, ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - ~ომი და ქორწილის~ პრემიერა 21 იანვარს თბილისის კინოთეატრებში - ~რუსთაველსა~ და ~ამირანში~ გაიმართება.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ფილმის რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა განუცხადა,; სიუჟეტი აგვისტოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

~აგვისტოს ომი ჩემთვის და ყველა ქართველისთვის არის ტკივილი, რომელთანაც მუდმივად ვბრუნდები. ფილმში ვყვებით ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ ანგრევს ომი ადამიანების ცხოვრებას, როგორ ცვლის მთელი საზოგადოების ბედს და რამხელა კვალს ტოვებს ადამინების სულებში~, - განაცხადა კოლელიშვილმა.

მისივე თქმით, გადაღებები კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

ფილმში ~ომი და ქორწილი”; მთავარ როლებს აკაკი ხიდაშელი, გივი ჩუგუაშვილი, ლადო მექვაბიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, ლიკა კოლელიშვილი და გია მუჯირი ასრულებენ.

ფილმის სცენარისტია პაატა ბერიკაშვილი, პროდიუსერი კი თენგო თხილავა. ფილმისთვის მუსიკა ჯგუფმა ~მგზავრებმა~ დაწერეს.

;

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა