Toyota ბაზრებიდან სატვირთო პიკაპების გაწვევასაც იწყებს

იაპონური მანქანათმწარმოებელი თოყოტა მსუბუქი ავტომობილების შემდეგ მსოფლიო ბაზრებიდან სატვირთო პიკაპების გაწვევასაც იწყებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გაწვევას დაექვემდებარება 2009 წლის შუა ნახევრიდან და 2010 წლის თებერვლის დასაწყისამდე წარმოებული Tacoma-ს მარკის 8 000 პიკაპი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით Toyota-მ 8,5 მლნ ავტომობილი სხვადასხვა სახის წუნის გამო გაიწვია.