პასპორტების, პირადობის მოწმობების გასაცემად, 9 მარტიდან, თბილისის მასშტაბით, მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში გადაღებული ფოტოსურათები მიიღება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქებმა, რომელთაც პასპორტების, პირადობის მოწმობების მიღება სურთ, თბილისის ტერიტორიულ სამსახურებში, უნდა წარმოადგინონ, მხოლოდ ICAO (International Civil Aviation Organization) სტანდარტის შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოსურათი, რომლის გადაღებაც უკვე თბილისის ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში გახდა შესაძლებელი. უახლოეს ხანში კი ფოტოსურათის გადაღება საქართველოს მასშტაბით ყველა ტერიტორიულ სამსახურში გახდება შესაძლებელი.
პასპორტის ან პირადობის მოწმობისათვის საჭირო სურათს მოქალაქე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში დამონაჟებულ სპეციალურ ფოტოჯიხურში გადაიღებს. აღნიშნული ჯიხური ამოწმებს ფოტოსურათის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის შემდეგ ფოტო მყისიერად მოხვდება სააგენტოს ცენტრალურ სერვერზე და ავტომატურად მიებმება შესაბამის განაცხადს.
ამ დრომდე სამოქალაქო რეესტრის ოფისში მისულ მოქალაქეს დამატებით; უწევდა ფოტოსალონებში გასვლა, ფოტოს გადაღება და CD დისკზე ჩაწერა. 9 მარტიდან კი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებული ფოტოჯიხურების საშუალებით მოქალაქე ოფისიდან გაუსვლელად თავად გადაიღებს ფოტოსურათს.; ბიომეტრული ფოტოსურათის გადაღება მხოლოდ სამი ლარი ღირს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"