საქართველოს დედაქალაქს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთმა დაარღვია ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეთანხმება, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით შედგა და შეიარაღებული ძალები რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე.
ეკა ზღულაძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ სამხედრო კოლონა გამოვიდა გორიდან, მათ გადაუხვიეს სოფელ ორჭოსანთან და თბილისის მიმართულებით არ მოემართებიან.
ამასთანავე, ეკა ზღულაძის განცხადებით, ფოთის მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ააფეთქეს რამდენიმე სამოქალაქო კატარღა. საბედნიეროდ,; დაჭრილები და მსხვერპლი არც სამოქალაქო პირებში და არც პოლიციის ნაწილებში არ არის, შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"