და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ბათუმს დღეს დილით ეწვევიან. პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი პროგრამის მიხედვით, ბათუმში გუშინ, 19:00 საათისათვის უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მისი თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში რამდენიმე საათის დაგვიანებით დაეშვა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს სუამ-ის საქმიანობას. ამის თაობაზე განცხადება გუშინ ბათუმში ჩამოსულმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დევიდ მერკელმა განაცხადა.
იგი სუამ-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში არის ჩამოსული. როგორც მერკელმა აღნიშნა, ბათუმის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავად სუამ-ი, როგორც ორგანიზაციის საქმიანობა არის მნიშვნელოვანი, რადგან იგი აერთიანებს კასპის და შავი ზღვის რეგიონებს და მას შეუძლია ასევე შეასრულოს ევროკავშირს, ცენტრალური აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია.
მერკელის განცხადებით, ეს სამიტი არის მნიშვნელოვანი იმითაც, რომ მასში სუამ-ის წევრი სამი სახელმწიფოს პრეზიდენტები იღებენ მონაწილეობას.
ლეხ კაჩენსკის და მიხეილ სააკაშვილის გუშინ დაგეგმილი ერთობლივი ბრიფინგი მისი ჩამოსვლის დაგვიანების გამო აღარ შედგა.