ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს რეზერვისტთა სისტემის დახვეწაში დაეხმარება.
;რეკომენდაციების; პროგრამა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ნოდარ ხარშილაძეს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორმა უილიამ ნესბიტმა გააცნო.; შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი დანიელ ზაჩმანი, სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ ჯონსონი და ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი, მაიორი ჯეისონ ბეიკერი.
;მხარეებმა სარეზერვო სისტემის დახვეწის მეთოდები განიხილეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამერიკული მხარე საქართველოს პროფესიული სამხედრო განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში და რეზერვისტების წვრთნების პროცესშიც დაეხმარება. ამერიკელი გენერლის რეკომენდაციის მიხედვით რეზერვისტები მოქმედ სამხედრო ძალებთან ერთად უნდა მომზადდნენ.
;ვიზიტის ფარგლებში გენერალმა ნესბიტმა შეხვედრები გამართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძესთან, სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელ გიგი კალანდაძესთან, წვრთნებისა და განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან და ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროს ზურაბ არსოშვილთან. მან ასევე დაათვალიერა ეროვნული სასწავლო ცენტრი “კრწანისი”. ;გენერალ-მაიორი უილიამ ნესბიტი საქართველოს 16 აპრილს დატოვებს.
;
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"