დავით ბაქრაძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ფოთსა და ზუგდიდში წარადგენს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს წარადგენს.
“ნაციონალური მოძრაობის” სიის პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან 15.00 საათზე დაიწყება.
სიის პრეზენტაციას, ცენტრალური, სამხარეო და; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,;; არჩევნებში მონაწილე კანდიდატები დაესწრებიან.
მანამდე კი, საარჩევნო სიას პარლამენტის თავმჯდომარე ზუგდიდში წარადგენს.

























