ივლისიდან განახლდება. სოჭიდან გაგრამდე რეისი დღეში ოთხჯერ შესრულდება. ამის შესახებ ~ინტერფაქს.იუგ~ იუწყება. როგორც სააგენტოს სატრანსპორტო კომპანია ~ოლიმპ-ლაინის~ დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე კეშიშიანმა განუცხადა, ორ პორტს შორის მანძილის დაფარვას 40 წუთი სჭირდება და კატერი ~ჰერმესი~, რომელიც რეისებს შეასრულებს, 200-250 მგზავრზეა გათვლილი. ~ჩვეულებრივ კაიუტებში ბილეთების ფასი 800 რუბლია, ~ლუქსის~ კლასის კაიუტებში კი 1200 რუბლი. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლებაა, 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა~, - განაცხადა კეშიშიანმა.