ნინო ხატისკაცი - ხელისუფლებას ყველაზე მეტად აინტერესებს, რას იტყვის არჩევნებზე საერთაშორისო თანამეგობრობა და არა - ქართველი ამომრჩეველი

 საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის სხვადასხვა ასპექტებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ნინო ხატისკაცს ესაუბრა.

_ ქალბატონო ნინო, როგორ აფასებთ „საერთაშორისი გამჭირვალობა - საქართველო“ 30 მაისისათვის დანიშნული საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას?

_  წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამ არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსისა და საბიუჯეტო თანხების გამოყენება გაცილებით ნაკლებია.  2008 წლის არჩევნებზე, ერთი თვით ადრე გაცილებით მეტი დარღვევა იყო, ვიდრე  - ახლა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ხელისუფლების მხრიდან არის  უფრო მეტი ძალისხმევა, კანონის ფარგლებში მოაქციონ საარჩევნო პროცესი და რაც შეიძლება ნაკლები იყოს დარღვევა. ამის მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს ადგილობრივი არჩევნების წონა, ანუ  -  თავისი მნნიშვნელობით ადგილობრივი არჩევნები ვერც საპარლამენტო და მითუმეტეს ვერც  საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ შეედრება. მეორე ფაქტორია ის გარემოებას, რომ პოლიტიკური პარტიები აქტიურ საარჩევნო ფაზაში ახლა შედიან და მხოლოდ რამდენიმე პარტია არის წარმოდგენილი რეგიონში. შესაბამისად, საერთო სურათის შეფასებისას ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია. არსებული პრობლემები და დღეს არსებული სურათი არ იძლევა დადებითი შეფასების და იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი კარგად არის.

_ რამდენად თანაბარ პირობებში არიან პარტიები? ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსსა და საბიუჯეტო თანხებს იყენებს. თქვენ თუ გაქვთ ამ დარღვევათა კონკრეტული მაგალითები, რაც შემაშფოთებელი შეიძლება იყოს საერთო სურათის შეფასებისთვის?

_ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ხდება თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არიან თუ არა თანაბარ პირობებში  სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, უნდა გავითვალისწინოდ ორი ტიპის კრიტერიუმი _ Eერთი, რამდენად ხდება საქართველოს კანომდებლობის დარღვევა და მეორე  - საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის ეუთო-ს დოკუმენტები, რომლებიც ასევე სავალდებულოა საქართველოსთვის და, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს და სახელმწიფოს შორის არ უნდა ხდებოდეს აღრევა, უნდა იყოს შეჯიბრებითობა და პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი პირობები. როდესაც ვილაპარაკებ კონკრეტულ მათგანზე, ზოგი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ზოგი -  საერთაშორისო სტანდარტების. ჩვენთვის საერთაშორისო პრაქტიკის შესრულება ისეთივე სავალდებულოა, როგორც  - საქართველოს კანონმდებლობის.

ყველაზე შემაშფოთებელი დარღვევაა, როდესაც ხდება ამომჩევლებზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე ზეწოლა. ზეწოლა და მუქარა ხორციელდება ტელეფონით ან პირდაპირ დიალოგის დროს. ეს, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის გათვალისწინებით, პარტიები, რა თქმა უნდ,ა არ არიან თანაბარ პირობებში.

პოლიტიკური სუბიექტების არათანაბარ პირობებში ყოფნა უკავშირდება, ასევე, მათ შემოსავლებს წინასაარჩევნო პერიოდში. ამაზე საუბრი სცილდება მხოლოდ საბიუჯეტო ფინანსების ხელისუფლების სასარგებლოდ გამოყენებას და ბიზნესგარემოს პრობლემას უკავშირდება.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო კომპანიისათვის 22 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა მხოლოდ  - 500 ათასი ლარის. ამ თანხების მობილიზება, ძირითადად, პარტიებისა და პარტიული აქტივისტების ხარჯზე მოხერხდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში თითქოს ბიზნესგარემო კანონით კარგად რეგულირდება, მაგრამ პრაქტიკაში ბიზნესშემოწმებები საკმაოდ სუბიექტურად ხორციელდება. ბიზნესწრეები თავის თავს თვითცენზურას უწესებენ და იგივე ოპოზიციურ კანდიდატებს იმის გამო არ ეხმარებიან, რომ შემდგომ მათ ბიზნესში პრობლემები არ შეექმნათ. 

ამის გარდა, პრობლემატურია საბიუჯეტო რესურსები, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტის პრეროგატივაა და ეს თანხები აშკარად მმართველი გუნდისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ გამოიყენება. 2010 წელს ძალიან ბევრ თვითმმართველობაში, ერთ მესამედზე მეტში, მათ შორის თბილისის მერიის შემთხვევაში გაზრდილია ხელფასები და საშტატო ერთეულები. გარდა ამისა, არის სოციალური პროექტების ზრდა და ისეთი პროექტების განხორციელების ტენდენციები, რომლებიც არ ხორციელდებოდა არასაარჩევნო პერიოდში. საქართველოში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა, ოფიციალურად რეგისტრირებულია 900 ათასზე  მეტი სოციალურად შეჭირვებული, დაახლოებით, ამდენივე ელოდება, რომ  მიიღოს დახმარება. ეს ფაქტორი, ისეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, სადაც ერთჯერადი სოციალური დახმარება წინასაარჩევნოდ დიდი ინტენსივობით გაიცემა, რა თქმა უნდა,  უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე;  ცუდი შედეგები მოაქვს ოპოზიციისთვის და, ამავდროულად, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას.

_ აღნიშნეთ, რომ ყველაზე შემაშფოთებელი ამომრჩევლებსა და ოპოზიციაზე ზეწოლის ფაქტებია. თუ შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითების მოხმობა და როგორ რეაგირებს მათზე ხელისუფლება?

_ რამდენიმე ფაქტს მოგიყვანთ. მე დავასახელებ იმ ფაქტებს, რომლებიც გადამოწმებულია და ერთი წყაროს ინფორმაციას არ ეყრდნობა. ბოლო ინფორმაცია რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის 5 მაისს ყვარლის რაიონის გამგებლისა და პოლიციის უფროსის მხრიდან „ეროვნული საბჭოს“ კანდიდატებზე ზეწოლა. შედეგად, „ეროვნული საბჭოს“ პარტიული სიით არჩევნებში მონაწილოებაზე ორმა კანდიდატმა თქვა უარი და ამ რაიონში საბჭო დეპუტატობის კანდიდატების სიის გარეშე დარჩა. ის კანდიდატები კი, რომლებმაც უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, უკვე აღარ ადასტურებენ ამ ინფორმაციას. ისინი აშკარად შეშინებულები არიან და სახელებს აღარ ასახელებენ იმ ადამიანებს, ვინც მათზე ზეწოლა განახორციელა.

3 მაისის მესტიის შემთხვევა საკმაოდ გახმაურებული ისტორიაა. ადგილი ჰქონდა 40-მდე მანქანით რეგიონის გუბერნატორის და სხვადასხვა ძალოვანი უწყებების სტუმრობას სვანეთში. 7 კანდიდატიდან 4-ს დააწერინეს განცხადება და სამმა უარი არ თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. მათ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დაეხმარნენ გამგეობის შენობიდან გამოსვლაში, სადაც მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. სხვათა შორის, ეს ყველაზე მასობრივი და  გახმაურებული შემთხვევა იყო. ეს საქმე დღემდე არ არის გამოკვლეული და ახლა ძიება მიმდინარეობს.

7 აპრილს ლანჩხუთში ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთ წევრზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა ბუხუტი ჩხაიძემ ზეწოლა განხორციელდა. მსგავსი შემთხვევა იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში, სადაც ქართული ენის პედაგოგს სოფლის რწმუნებული დავით გუნდაძე  დაუკავშირდა და ოპოზიციასთან კავშირის შემთხვევაში სკოლიდან გაშვებით დაემუქრა. ასეთივე შემთხვევა იყო აპრილის დასაწყისში პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ კვოტით მონაწილე სიის პირველი ნომერ ვიქტორ ჯაფარიძეზე, რომელზეც სატელეფონო ზარის მეშვეობით პოლიციის უფროსმა ზეწოლა განახორციელა, ამის გამო სვანეთში დღესაც ვერ ადის და პრობლემებს  უქმნიან. 

ასეთივე შემთხვევა იყო „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ ახმეტის ოფისის ხელმძღვანელზეც, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ხანგოშვილი და სოფელ დუისის რწმუნებული მერაბ ქავთარაშვილი 30 წუთი ემუქრებოდნენ. მას შემდგომში სამედიციო დახმარება დასჭირდა. როგორც ხედავთ, პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტები საკმაოდ ბევრია.

მნიშვნელოვანია, თუ როგორ რეაგირებს მათზე ხელისუფლება. ცესკო ამგვარ ფაქტებზე რეაგირებისთვის საკმაოდ შეზღუდულია,  საგამოძიებო პროცედურებს ვერ განახორციელებს. თუმცა, ყველაზე სწრაფი რეაგირების მექანიზმი აქვს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდშია შექმნილი და მასში შედიან სხვადასხვა ძალოვანი უწყებების, მნიშვნელოვანი სამინიტროებისა და არჩევნებში მონაწილე უწყებების პირველი თუ არა მეორე პირები. მაგალითად, შშს-ის მოადგილე ეკა ზღულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, ჯგუფში, ასევე, წარმოდგენიალია გენპროკურატურაა და სხვა მნიშვნელოვანი უწყებები. ამ სამუშაო ჯგუფმა დარღვევების ნაწილზე უკვე მოახდინეს შემდეგნაირი რეაგირება. 7 აპრილის ლანჩხუთის შემთხვევაში, ბუხუტი ჩხაიძე თანამდებობიდან არის ჩამოშორებული. თუ მას დაუდასტურდება ის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მაშინ მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლება არ არის დასჯის ადეკვატური ღონისძიება.

რაც შეეხება სამეგრელოს გუბერნატორის, ზაზა გოროზიას მესტიაში სტუმრობას, მას რეკომენდაცია აქვს მიცემული, რომ გავიდეს შვებულებაში და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონიძიებებს ჩამოშორდეს. ერთი მხრივ, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს სწრაფი რეაგირება გამოძიების დასრულებამდე, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, რომ  რეაგირება არ იყოს მოკლევადიანი და მხოლოდ არჩევნების წინაპერიოდში არ ხორციელდებოდეს. მეორე მხრივ, ეს ფაქტები უნდა გახმაურდეს და  არ იყოს ცნობილი მხოლოდ და მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის. რეაგირებები ასეთი მოხელეების მიმართ უნდა გახდეს საჯარო, რომ სხვა ადამიანებს ჰქონდეთ პრეცედენტი და შიში იმისა, რომ მომამვლში პრობლემები მათაც შეექმნებათ. 

_ როგორ რეაგირებთ დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე? მაგალითად, „ფორუმი“  ამტკიცებს, რომ საბურთალოს რაიონში ამომრჩეველთა რაოდენობა 25% გაიზარდა, „რესპუბლიკელები“ ამტკიცებენ, რომ საარჩევნო სიიდან ამოღებული 12 ათასი ამომრჩეველი ისევ სიაშია შეყვანილი; უგულავასა და დეპუტატ გიორგი მელაძის მონაწილეობით, ბაზალეთის ტბის კომპლექსზე მოეწყო თბილისის კორპუსის თავმჯდომარეების სემინარი, რომელზეც  კორპუსების 6 ათას თავმჯდომარეს არჩევნებზე ხელისუფლების სასარგებლოდ კონკრეტული დავალებები მიეცათ. . .  და კიდევ ერთი, პარტიებმა სიების საზუსტებაზე კი იმუშავეს, მაგრამ როგორ მიმდინარეობს საერთო სიებში აღმოჩენილი დარღვევების შესწორების პროცესი?

_ რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებას. აქ გვაქვს რამდენიმე ტიპის რეაგირება, ერთი, როგორც გითხარით, არის ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც რესურსია და კითხვადია არა მარტო ქართული ამომრჩევლისთვის, არამედ ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, ვინც დღეს საქართველოში არჩევნებს აკვირდება. მეორეა ცესკო-სთან და უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან აქტიურად მუშაობა. უწყებეთაშორისი სამუშაო ჯგუფი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც კი წინასარჩევნო პერიოდში შეიქმნა და, რომელსაც ყველაზე ეფექტურად შეუძლია მოქმედება და დარღვებებზე რეაგირება.

რაც შეეხება სიების გადამოწმებას, დადებითი ფაქტია რომ პოლიტიკურ პარტიებსაც მიეცათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაბმულიყვნენ ამ პროცესში. ასეულ ათასობით მისამართი დაზუსტდა და ცვლილება განხორციელება. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ტიპის სიების მონიტორინგი არ უნდა იწყებოდეს ორი, სამი თვით ადრე და წინასაარჩევნო პერიოდში. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ერთიანი თავსებადი ბადის შექმნა, რომელზეც ახლა არის მუშაობა დაწყებული. რაც შეეხება იმ დაზუსტებებს, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა გააკეთეს, ამ შემთხვევაში მე ვეთანხმები „რესპუბლიკელების“ განცხადებას 12 ათას ამომრჩეველთან დაკავშირებით. თუ უკვე სიიდან მოხსნილი 12 ათასი ამომრჩეველი, ისევ დარეგისტრირდება,  მათ შეუძლიათ, ფაქტობრივად, იმავე ოლქში არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რომელშიც ადრე იყვნენ რეგისტრირებული და იქ მართლა არ ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, შედეგი მაინც არის მიღწეული, მაგრამ არჩევნების შემდეგაც სიების თემა კვლავ აქტუალური უნდა გახდეს და სიების დაზუსტება მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა ხდებოდეს.

_ რა ფორმით თანამშრომლობს თქვენი ორგანიზაცია  უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან, რომელსაც თქვენივე შეფასებით ყველაზე ეფექტური და სწრაფი რეაგირება შეუძლია?

_ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ამ არჩევნებს გამოვყოფდი, წინა არჩევნებისგან. ამ არჩევნებზე თანამშრომლობის უფრო დიდი მასშტაბები შეიმჩნევა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის. ჩვენი პირველი ანგარიშის პასუხად, ორი გამოხმაურება მივიღეთ. ერთი თავად ქალაქის მერის, გიგი უგულავასგან, ხოლო მეორე -  უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისგან. საინტერესო ის იყო, რომ პასუხები ორივე შემთხვევაში ინგლისურ ენაზე იყო შედგენილი. სხვათა შორის, ეს დამაფიქრებელი ფაქტია. შეიძლება, ვივარაუდოთ -  ორივე წერილის ინგლისურ ენაზე შედგენა იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად აინტერესებს,   რას იტყვის არჩევნებზე საერთაშორისო თანამეგობრობა და არა  - ქართველი ამომრჩეველი.

სხვა მხრივ, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან კომუნიკაციის პრობლემა არა გვაქვს, მათ ელექტრონული ფოსტით რეგულარულად ვუკავშირდებით. მათ შემოგვთავაზეს, მიიღონ ჩვენგან დარღვევებთან დაკავშირებული ფაქტები, რომლებზეც ისინი კონკრეტულ უწყებებს მოთხოვენ მათზე რეაგირებასა და პასუხს. თანამშრომლობა რეალურად არის და მომავალშიც გვექნება, მაგრამ  მინდა, ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას _ მთავარია, ეს თანამშრომლობა იქნება თუ არა გრძელვადიანი და რეაგირება არ იყოს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, მთავარია, საარჩევნო კანონის დამრღვევები სათანადოდ და რეალურად დაისაჯონ. საქართველოს რეალობაში არც ერთი ფაქტი არ ყოფილა იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კანონის დარღვევისთვის დამრღვევი ადეკვატურად დასჯილიყო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნებზე ასეთი პრეცედენტები შეიქმნება.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს