გამოცდების ეროვნული ცენტრი 2011 წლის საატესტატო გამოცდებისთვის ფართომასშტაბიან აპრობაციებს იწყებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2011 წლის საატესტატო გამოცდებისათვის ფართომასშტაბიან აპრობაციებს იწყებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად რვა გამოცდას ჩააბარებენ. საატესტატო გამოცდების ჩატარება გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა.

ცენტრის ექსპერტებმა დაიწყეს მუშაობა ტესტების ფორმატისა და ადმინისტრირების მოდელებზე. ტესტური დავალებებისა და ადმინისტრირების სქემის გამოცდის, ასევე მინიმალური მოთხოვნების; განსაზღვრის მიზნით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ფართომასშტაბიანი აპრობაციები დაგეგმა.;

რეპრეზენტატულობის უზრუნველსაყოფად მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის შედეგად განისაზღვრა საქართველოს 36 რაიონის 62 სკოლა, რომლებშიც 18–დან 21 მაისის ჩათვლით ჩატარდება აპრობაციები. საცდელ ტესტირებებში მონაწილეობას მიიღებს მე–11 კლასის 1500–მდე მოსწავლე და შესაბამისი საგნების 500–ზე მეტი პედაგოგი. პედაგოგები ასევე შეავსებენ სპეციალურ კითხვარს.;

საცდელი ტესტირებების შედეგების ანალიზით დადგინდება კომპეტენციის მინიმალური ზღვარი თითოეული გამოცდისათვის, ასევე ატესტატის გაცემის ოპტიმალური ფორმულა. აპრობაციების შედეგად ასევე გამოიცდება ტესტური დავალებები, განისაზღვრება საატესტატო გამოცდის ფორმატი, ცხადი გახდება, კონკრეტულად რა მიმართულებით საჭიროებენ დახმარებას მოსწავლეები – აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია დამამთავრებელ კლასებში სასწავლო პროცესის დაგეგმვისათვის.

2011 წელს საატესტატო გამოცდები ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება