წევრების საქმეს განიხილავს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან~ აცნობეს, სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ საქმეს, ვინაიდან ათასობით ადამიანის წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემას უკავშირდება.
საქმე ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულ წევრებს. ათასობით მოქალაქემ დიდი გაჭირვების ფასად წლების განმავლობაში წვალებით დაზოგილი თანხები ანგარიშზე შეიტანა ბინების აშენების მიზნით. თუმცა, 1990-იანი წლების მოვლენების გამო მშენებლობა ვერ დასრულდა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ 1992 წლის დადგენილებით კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრების წინაშე იკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა);მშენებლობის ღირებულების გაძვირებით გამოწვეული ფასთა სხვაობის თანხა კოოპერატივის წევრებს მისცემოდათ რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე მას შემდეგ, რაც თითოეული წევრი დაფარავდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ მთლიან თანხას.
ბ);დაუმთავრებელი კოოპერატიული სახლების მშენებლობა დასრულებულიყო 1993-1995 წლებში.
~უმრავლესობა მათგანმა კიდევ ერთხელ გაიჭირვა და უმოკლეს ვადაში დაფარა საკუთარი ბინების მთლიანი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება. თუმცა, საქართველოს მთავრობამ 1995 წლამდე ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ანუ კოოპერატივის წევრებს არც ფასთა სხვაობა გადაუხადა და ვერც მშენებლობა დაასრულა~, - აღნიშნეს საია-ში.
1998 წელს მიღებული ~სახელმწიფო ვალის შესახებ’’ კანონით სახელმწიფომ საშინაო ვალად აღიარა ~კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება’’. ვალდებულების შესრულების მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა დროს გამოიცა ნორმატიული აქტები, თუმცა, ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან არ გატარებულა და ვალდებულება არ შესრულებულა.
~საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია~ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში აწარმოებს 7 საქმეს და იცავს ასამდე მოქალაქის ინტერესებს. თუმცა, ამ სარჩელებზე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას პირდაპირი მნიშვნელობა ექნება ათასობით მოქალაქისთვის.
~ასევე აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლისა და უზენაესი სასამართლოს 2002 წელს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მითითებულ ბრძანებას იურიდიული ძალის მქონედ მიიჩნევენ. თავად ფინანსთა სამინისტროც 2004 წლამდე ამ ბრძანებას იურიდიული ძალის მქონედ მიიჩნევდა და მის საფუძველზე დაახლოებით 1 800 000 ლარიც არის გაცემული. დღეს კი ამბობენ, რომ თურმე ბრძანებას არც ახლა და არც მაშინ იურიდიული ძალა არ ქონია~,-აღნიშნეს საია-ში.