რუსეთის პრემიერ-მინისტრის კორტეჟში ერთ-ერთ ავტომანქანას, რომელსაც დღეს საბურავი გაუსკდა, ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, პრემიერი არ დაშავებულა.
სააგენტო "ინტერფაქსი" დაცვის სამსახურის უფროსის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ეს შემთხვევითობა იყო და არანაირი წინასწარი განზრახვით საბურავი არავის გაუფუჭებია.
მისი განცხადებით, ავტომანქანის საბურავს მეტალის საგანი შეერჭო, რის გამოც მძღოლს მანქანის გაჩერება მოუწია. თვითმხილველის ინფორმაციით, პრემიერის გაჩერებულ ავტომანქანას კორტეჟში შემავალი დაცვის მანქანები შემოეხვია, პუტინი საჩქაროდ სხვა ავტომობილში გადასვეს და მთავრობის სასახლეში უპრობლემოდ მივიდა. ინციდენტი შუადღისას მოხდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"