"ლეიბორისტული პარტია" საკრებულოს ოპოზიციურ ძალებს ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

"ლეიბორისტული პარტია" საკრებულოს ოპოზიციურ ძალებს ბოიკოტის გამოცხადებისა და იმ თანამდებობებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, რომლებსაც მათ მმართველი გუნდი სთავაზობს .

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ განაცხადა, ოპოზიციამ წინასწარ წაგებულ არჩევნებში მონაწილეობით, მასობრივად ფალსიფიცირებული შედეგების არგასაჩივრებით და გიგი უგულავასთვის გამარჯვების მილოცვით, არამარტო განამტკიცა სააკაშვილის რეჟიმი, არამედ მათ 60-წლიანი ბატონობის ამბიცია გაუჩინა. თუმცა, გუგავას განცხადებით, ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოში შესული ოპოზიცია პროტესტის ნიშნად ბოიკოტს გამოაცხადებს და ფოჩიანი კანფეტებივით ჩამორიგებულ თანამდებობებზე უარს იტყვის.

სხვა შემთხვევაში, გიორგი გუგავას განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე ოპოზიციაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნება პასუხისმგებელი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს