ჩაკეტა. ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
~საზღვარი ჩაკეტილია სამოქალაქო პირებისა და; მათი ტრანსპორტისთვის. გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ასევე, სამშვიდობოებისა და მათ სატრანსპორტო საშუალებებისთვის~, - განაცხადეს სერგეი ბაღაფშის ადმინისტრაციაში.
საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დე-ფაქტო ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
ამის მოტივად 29-30 ივნისს გაგრასა და სოხუმში მომხდარი აფეთქებები; დასახელდა.
დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა აფეთქებებს ტერორიზმი უწოდა და მათ განხორციელებაში ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა.;