როკის უღელტეხილიდან გადავარდნილი ავტობუსის 24 მგზავრიდან 22 რუსეთის მოქალაქეა

როკის უღელტეხილიდან გადავარდნილი ავტობუსის 24 მგზავრიდან 22 რუსეთის მოქალაქეა, - ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ.

ერთი დაშავებულთა მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცია. მისი მდგომარეობა მძიმეა. მძიმედ არის დაშავებული ავტობუსის მძღოლიც. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ჩრდილოეთ ოსეთის სასწრაფო დახმარების 7 ბრიგადა მუშაობს.

ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანილია 10 ადამიანი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი მცხოვრები კი მძიმე მდგომარეობაში რეანიმობილით ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. დაშავებულების ნაწილი კი ჯავის საავადმყოფოში მოათავსეს.

რუსეთის სასაზღვრო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში დაშავებულთა დასახმარებლად ვერტმფრენი გამოყოს.

საქალაქთაშორისო ავტობუსი, რომელიც ცხინვალი-ვლადიკავკაზის მარშრუტს ასრულებდა, ტრანსკავკასიური მაგისტრალის მთიან ნაწილში ხრამში გადაიჩეხა. ავტობუსში მძღოლი და 24 მგზავრი იმყოფებოდა. ავარია სამხრეთ ოსეთის მხარეს, როკის გვირაბთან მოხდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში