კობა სუბელიანი თბილისის რაიონების მაჟორიტარებსა და გამგებელს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ისანი–სამგორის მაჟორიტარ დეპუტატებსა და გამგებელს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა სუბელიანის უწყებაში გაიმართა.

კობა სუბელიანმა მაჟორიტარებსა და გამგებელს აღნიშნულ რაიონში განსახლებულ დევნილებთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს მაჟორიტარების სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სად რა ღონისძიება გატარდა - რომელი ობიექტები დაკანონდა, სად მოხდა შენობების რეაბილიტაცია თუ გადახურვა, ასევე იმის თაობაზე, თუ რა პრობლემები რჩება მოსაგვარებელი.

"მაჟორიტარ დეპუტატებსა და გამგებელს ჩავაბარეთ ანგარიში მათ სამოქმედო ტერიტორიებზე დევნილებთან დაკავშირებით რა გავაკეთეთ. მათ ეს ინფორმაცია ამომრჩევლებს უნდა მიაწოდონ. ასევე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს. წინასაარჩევნოდ არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, რომლის მოგვარება საკუთარ თავზე ავიღეთ და აუცილებლად მოვაგვარებთ. ზოგი ადვილად მოგვარებადია, ზოგი კი შედარებით რთულად", - განაცხადა სუბელიანმა.

ისანი–სამგორის რაიონის გამგებელმა თემურ გრიგალაშვილმა კი აღნიშნა, რომ უწყებებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

"ძალიან მნიშვნელოვანია უწებებს შორის თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობას, მათ ყოფა–ცხოვრებას ეხება. მინისტრთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ერთობლივად დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგმება", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სუბელიანი მომავალში თბილისის სხვადასხვა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებსა და გამგებლებსაც შეხვედება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა