"D" და "E" კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად, ორი გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო

"D" და "E" კატეგორიების მისაღებად მძღოლებს როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

აღნიშნულ საკითხს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.

აქამდე, "D" და "E" კატეგორიის მისაღებად გადამზადებულ მძღოლობის კანდიდატებს თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, ახალი ბრძანებით კი, ორივე გამოცდის ჩაბარება აუცილებელი ხდება.

ამასთან, არსებობს გამონაკლისები. კერძოდ, "E" კატეგორიის მართვის უვლების მქონე პირი "D" კატეგორიაზე გადამზადების შემთხვევაში, მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებს.

მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს "D" კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირსაც "E" კატეგორიაზე გადამზადების შემთხვევაში.

დანარჩენ შემთხვევაში, "D" და "E" კატეგორიების მისაღებად მძღოლებმა ორივე გამოცდა უნდა ჩააბარონ.

"D" კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად და რომლებსაც მძღოლის სავარძლის გარდა აქვთ რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი.

"E" კატეგორიის მართვის უფლების მქონე მძღოლს უფლება აქვს მართოს საწევარა ნახევარმისაბმელით ან "C" და "D" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ავტომატარებელი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას