თურქეთის პრემიერ-მინისტრის ესკორტი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
Haberturk. NEWS.am ამ-ის ცნობით, ქვეყნის შიგნით თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ტურნეს დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ესკორტი შეეჯახა ავტობუსს, რომელშიც თურქეთის მთავრობის მომხრეები ისხდნენ.
ერდოღანის მომხრეები პრემიერის კორტეჟს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის დროს დაჰყვებიან.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შვიდი კი მძიმედ დაშავდა.