საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ავტორიზაცია სავალდებულო ხდება

საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ავტორიზაცია სავალდებულო ხდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დავით კერესელიძემ ბრიფინგი გამართეს.

მათი ინფორმაციით, დღეიდან ამოქმედდა კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, ცვლილებები შედის უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებშიც.

საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო ხდება ავტორიზაცია, იმის მიუხედავად, ქონდა თუ არა დაწესებულებას შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

ავტორიზაციის გარეშე დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელოს ამ სტატუსიდან გამომდინარე საქმიანობა: მიანიჭოს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაცია, ან გასცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.

პირები, რომლებიც კანონის ძალაში შესვლამდე ჩაირიცხნენ ლიცენზირებულ დაწესებულებებში მიიღებენ ამ დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას იმ შემთხვევაში, თუ ეს დაწესებულება განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში 10 დღის ვადაში წარმოადგენს ამ პირთა სახელობით სიას პირადი ნომრების მითითებით და მათი ჩარიცხვის ბრძანებებს.

მათ, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდებით ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაბეჯითებით მოუწოდებს მიმართონ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ჩაირიცხონ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პროფესიული განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით პროფესიული განათლება ჩამოყალიბდა აკადემიური განათლების სრულფასოვან ალტერნატივად, რომელიც დასაქმების ბაზართან უფრო მეტად თავსებადია. პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული კვალიფიკაცია და იღებს პროფესიულ დიპლომს. პროფესიულ კვალიფიკაციათა რიცხვს განეკუთვნება: ბუღალტერ-მოანგარიშე, ვებ-ტექნოლოგი, მშენებლობის მენეჯერი, სასტუმროს საქმის სპეციალისტი, ლანდშაფტის დიზაინერი, ფერმერი, მეღვინე.

აკადემიურ პროგრამაზე ჩაბარება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით, ხოლო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებლად, შესაძლებელია მსურველმა დღესვე მიმართოს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ისე განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს შემდგომი კონსულტაციებისთვის.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება