თაობაზე განცხადება ჟურნალისტებისთვის სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა გააკეთა.
~მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი უკვე მესამე სამიტს არ ესწრება, მოლდოვის დელეგაცია სუამ-ის გადაწყვეტილებებში სრულფასოვნად მონაწილეობს და იზიარებს ორგანიზაციის პრინციპებს, რომლებიც ევროპისადმი მისწრაფებაში გამოიხატება~,-აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ბათუმის სამიტისთვის დაგეგმილი იყო მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა, თუმცა ეს ვიზიტიც გადაიდო. სამიტზე მოლდოვა შინაგან საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი.