"პეპსიმ" მამაკაცებისთვის "პეპსი მაქსი" გამოუშვა (R)

"პეპსიმ" მამაკაცებისთვის უკალორიო, მატონიზირებელი სასმელი - "პეპსი მაქსი" გამოუშვა.

ახალი ბრენდის პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კომპანია "იბერია რეფრეშმენტმა" გამართა .

კომპანიის გაყიდვების მენეჯერის, ლევან კასრაძის განცხადებით, "პეპსი მაქსის" ჩამოსხმა რამდენიმე დღეა, დიწყო და ახალმა სასმელმა გაყიდვების უკვე 22% შეადგინა.

"პეპსი მაქსი" ჟენშენის ნატურალურ ნაყენზეა დამზადებული და კალორიას არ შეიცავს. კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ახალი მატონიზირებელი სასმელი მათ პორტფელში წამყვანი ბრენდი იქნება.

"პეპსის" კომპანია საქართველოში 9 დასახელების სახეობის უალკოჰოლო სასმელს უშვებს და ექსკლუზიური უფლებით პროდუქციის რეალიზციას სომხეთშიც ახორციელებს.

საქართველოს ბაზარზე კომპანიის წილი 30%-ს შეადგენს. ამასთან, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის 68 ქარხანას შორის "პეპსი" "ხარისხის ოქროს სტანდარტით" არის დაჯილდოებული.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება