ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი რობიზონ მარგველანი აღიარებს, რომ თავის დროზე პროკურატურას თვითმკვლელობის იარაღ "სტეჩკინთან" დაკავშირებით ცრუ ჩვენება მისცა .
როგორც მარგველანმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, "იარაღი ისე აიღო, რომ ტარზე ხელი არ მოუკიდია, ჩადო ტილოში, შემდეგ ცელოფანში, რეზინა გადაახვია და სოფელ ხუბულაში, რობიზონ კვარაცხელიას ეზოში დამარხა".
მარგველანს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში კი ნათქვამი აქვს, რომ იარაღი გროზნოში ჩაიტანა, სადაც დაიკარგა.
დღეს კი, მარგველანმა განაცხადა, რომ იარაღი, სახელმწიფო ბეჭედთან ერთად, კვარაცხელიას ეზოს უკან, დიდი ხის ძირში დამარხა, ამ ფაქტის შესახებ მხოლდო თავად და კვარაცხელიამ იცოდნენ და ერთმანეთისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, რომ ერთმანეთის გარეშე არ ამოთხრიდნენ.
თუმცა, მარგველანის განცხადებით, კვარაცხელიამ პირობა დაარღვია და 2001 წელს "სტეჩკინი" ზვიად გამსახურიას მეუღლეს მანანა არჩვაზეს გადასცა.
რაც შეეხება პროკურატურისთვის მიცემული ცრუ ჩვენების მიზეზებს, მარგველანი ამბობს, რომ ამით მაშინ მან ჯონსონ კვარაცხელიას სიცოცხლე დაიცვა.
კომისიის სხდომაზე რობიზონ მარგველანმა, ასევე, უარყო აქამდე არსებული ინფორმაცია, რომ "სტეჩკინი" გამსახურდიას ბადრი ზარანდიამ აჩუქა.
მისი თქმით, სამეგრელოს გია გულუას რაზმი მიადგა, თუმცა გამსახურდიას დაცვამ და თანამებრძოლეებმა ისინი განაიარაღეს და ამ იარაღიდან "სტეჩკინი" პრეზიდენტს გვარდიელმა ავთო პაკელანმა აჩუქა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"